“შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”- სუს-ი

39
spot_img

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიქმნა რუსულენოვანი “ტელეგრამ” არხი, სადაც თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება.

Telegram არხზე სახელწოდებით „საშინელება თბილისში“ მუქარის შემცველი პოსტები გავრცელდა თბილისის სკოლებში შესაძლო ტერაქტთან დაკავშირებით.

პოსტის ავტორის მტკიცებით, ერთ სკოლაში ბომბი განათავსეს, სამიზნე კი სხვა სკოლებიც არის.


“ტელეგრამის” ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით “ჯორჯიან თაიმსი”სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიქმნა რუსულენოვანი „ტელეგრამ“ არხი, სადაც თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება.