სირიაში ირანის საკონსულოზე ისრაელის ავიაიერიშს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ გენერალი ემსხვერპლა

66
spot_img

სირიაში ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შვიდი წევრი დაიღუპა.

სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის საკონსულოზე ისრაელის ავიაციის იერიშს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „ალ-ქუდსის“ ქვედანაყოფის მეთაური, გენერალი მოჰამად რეზა ზაჰედი  და მისი მოადგილე გენერალი მოჰამედ ჰადი ჰაჯი რაჰიმი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ლიბანის უსაფრთხოების სამსახურში წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი იტყობინება.

მოჰამად რეზა ზაჰედის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ არაბული ტელეარხი Al Hadath-ი, ირანული სააგენტო Tasnim-ი და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებული სააგენტო Fars-ი.

მედიის ინფორმაციით, სულ ისრაელის ავიადარტყმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.