2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

386
spot_img

ვერძი

მშვენიერი შანსი გაქვთ, რომ იმ თემებზე ისაუბროთ, რომლებიც დიდი ხანია, გაწუხებთ ან გაშინებთ. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც საიდუმლოს ფარდა აეხადოს და დაპირისპირებას წერტილი დაესვას. გირჩევთ, ოთხ კედელში არ იჯდეთ და ეს დღე აქტიურად გაატაროთ. თუ შესაძლებელია, მოლაპარაკებები და დისკუსიები რამდენიმე დღით გადადეთ, რადგან ახლა შეთანხმების მიღწევა გაგიჭირდებათ.

კურო

ეცადეთ, უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდეთ და მომავალზე იფიქროთ. ინფორმაციის ნაკადში რომ არ დაიბნეთ, მხოლოდ იმას უნდა უსმინოთ, რაც თქვენს საქმიანობას ან ინტერესის სფეროს ეხება. ხელსაყრელი დღეა ძველი ოცნების ასასრულებლად და მომავლის დასაგეგმად. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებიან, პროფესიულ რჩევებს მოგცემენ და მფარველობას გაგიწევენ.

ტყუპები

ნაყოფიერი და ხელსაყრელი დღეა. თქვენი ნებისმიერი წამოწყება წარმატებული და სარგებლის მომტანი იქნება. წესების დარღვევას და გარისკვას მოერიდეთ, რადგან ეს სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. ახალი საქმის წამოწყების ნუ შეგეშინდებათ – მიღებული გამოცდილება მომავალში გამოგადგებათ.

კირჩხიბი

აკეთეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მძიმე შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანებთან შეხვედრისა და საუბრის შემდეგ მიხვდებით, ვინ ცდილობს საკუთარი ინტერესებისთვის თქვენს გამოყენებას. დღის მერე ნახევარში ფრთხილად უნდა იყოთ – მოსალოდნელია კონფლიქტი როგორც კოლეგებთან, ასევე საყვარელ ადამიანებთან.

ლომი

თქვენი პიროვნული ხიბლი ნებისმიერ ადამიანს თავბრუს დაახვევს და ეცადეთ, ეს უპირატესობა გამოიყენოთ. გირჩევთ, ნებისმიერი მიწვევა მიიღოთ, წვეულებებს და სხვა ღონისძიებებს დაესწროთ და შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც მომავალში ძალიან გამოგადგებიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შესრულებული სამუშაო შეამოწმოთ, რათა უზუსტობა არ გაიპაროს. შესაძლოა, ამ დღეს იპოვოთ პასუხი კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ.

ქალწული

შესანიშნავი დროა კარიერაში შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. ეცადეთ, თქვენი საუკეთესო პროფესიონალური თვისებები კოლეგებსა და მენეჯმენტს აჩვენოთ და გამორიცხული არ არის, რომ ხელსაყრელი შეთავაზება მიიღოთ. კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანს რომანტიკული სიურპრიზით გაახარებთ. ეს ბოლოდროინდელი დაძაბულობის დასრულებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

მცირე უსიამოვნებები გეგმის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. პრობლემების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საკუთარი ძალების ირწმუნოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, გირჩევთ, თავის დასაზღვევად პრევენციულ ღონისძიებებს მიმართოთ.

მორიელი

მიუხედავად იმისა, რომ ემოციური ფონი მომატებულია, ეცადეთ, პრობლემები ცივი გონებით მოაგვაროთ. გირჩევთ, ყველაზე რთული და შრომატევადი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. უფრო ხშირად უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის საუკეთესო გამოსავალს გიკარნახებთ. საღამოს მოულოდნელ სიახლეს შეიტყობთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, დათანხმდეთ შეთავაზებებს, რომლებსაც დღეს მიიღებთ. შეიძლება ლოდინი მოგიწიოთ, მაგრამ საბოლოოდ კარგ შემოსავალს და სასარგებლო გამოცდილებას მიიღებთ. პროფესიულ და ბიზნესსაქმიანობაში ეცადეთ წესები დაიცვათ, თორემ დიდ დროს დაკარგავთ და შედეგს ვერ მიიღებთ. საყვარელ ადამიანებთან კამათში ძველი პრობლემები არ გაიხსენოთ.

თხის რქა

თუ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას გეგმავთ, ეცადეთ, ეს საკითხი დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, რადგან სადილის შემდეგ გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა გაგიჭირდებათ. საღამოს სარისკო შეთავაზება გელით. გადაწყვეტილების მიღებამდე სასურველია, რჩევა გამოცდილ ადამიანებს და მეგობრებს ჰკითხოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

მერწყული

ეცადეთ, დაწყებულ საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და დროულად დაასრულოთ. ნუ გადაიღლებით, ყველაფრის ერთდროულად კეთების ნაცვლად, უმჯობესია ამოცანები ეტაპობრივად განახორციელოთ, მნიშვნელოვანი საქმეები კი ხვალისთვის გადადოთ – 2 აპრილს ამისთვის საკმარისი არც სურვილი გაქვთ და არც ენერგია.

თევზები

ნუ გაჯიუტდებით და ნუ ეცდებით, რომ საკუთარი სურვილი ნებისმიერ ფასად აისრულოთ. უკეთესი იქნება, თუ კომპრომისულ გადაწყვეტილებას იპოვით და ოპონენტებთან შეთანხმებას მიაღწევთ. ემოციები აკონტროლეთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ და პირადი ურთიერთობები არ დააზარალოთ.