შეიძლება, გამომრჩა, მაგრამ ” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ზაზა ფაჩულიას განცხადება არ მომისმენია, ცუდია -ნიკა მელია

22
spot_img

პარტია „ახლის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ შეიძლება, გამორჩა, მაგრამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ზაზა ფაჩულიას განცხადება არ მოუსმენია.

მისი თქმით, ზოგადად, საწყენია, რომ „დასავლეთში ფეხადგმული” წარმატებული ადამიანები ხმას არ იღებენ იმ დროს, როცა მთელი ერი ერთიანდება.

„ზაზა ფაჩულიას განცხადება არ მომისმენია, ცუდია. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, საწყენია, ვინაიდან, როდესაც დასავლეთისგან იზოლირებული ხდები მხოლოდ და მხოლოდ შენი უფროსის დავალებით და შენ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას აფიქრებინებ უკვე მკაფიოდ, რომ გეზი, საგარეო-პოლიტიკური კურსი აღებულია რუსეთისკენ, მთელი ერი ერთიანდება და ამ დროს წარმატებული ქართველები არსებობენ, დასავლეთში ფეხადგმულები და ხმას არ იღებენ – საწყენია. არ ვიცი, შეიძლება, ვცდები, მაპატიეთ, თუ ზაზა ფაჩულიას განცხადება გაკეთებული აქვს, უცბად გამახსენდა, არ მახსოვს“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში მელიამ.