მეილზე შეტყობინება არავის მისვლია და ეტყობა, ცხენებით გამოუშვეს – ბექა დავითულიანი აშშ-ის სანქციებზე

11
spot_img

[დასანქცირებაზე] მეილზე შეტყობინება არავის მისვლია და ეტყობა, ცხენებით გამოუშვეს – გემიდან ცხენი რომ გადმოვა და მერე ბათუმიდან თბილისამდე ჩამოაღწევს, მოვა – საერთოდ, როცა გამოდიხარ და ამბობ, რომ 25-დან 34-მდე ადამიანის სანქცირება მოვახდინე, არის დიდი აბსურდი და სისულელე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ასე არასერიოზულად თუ იქცევიან, მოიქცნენ, ასე გააგრძელონ“.

„გუშინ მეკითხებოდით ანრი ოხანაშვილის დასანქცირებაზე და გპასუხობდით, რომ სრული სისულელეა, ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს და თქვენ ასეთი ინფორმაცია საიდან გაქვთ, როცა თვითონ ანრის არ აქვს. ახლა მეკითხებით დიტო სამხარაძეზე, ხვალ მკითხავთ ჩემს თავზე და ზეგ კიდევ სხვაზე. ასეთი ინფორმაცია არ არსებობს და საერთოდ, მე გეტყვით ძალიან მარტივ რაღაცას – როცა გამოდიხარ და ამბობ, რომ სანქცირება მოვახდინე 25-დან 34 კაცამდე, ეს არის დიდი აბსურდი და სისულელე. ან 25-ის მოახდინე, ან 34-ის, ან არცერთის არ მოგიხდენია და ამის მერე შემოგხედავ და რომელიც არ მომეწონებით, იმას დაგასანქცირებთ, თუ დამჭირდა. Ok, ასე არასერიოზულად თუ იქცევიან, მოიქცნენ, ასე გააგრძელონ.

შეტყობინება გაუგზავნაო ამბობს ერთი პირი და ადრესატი, ვისაც უნდა მისვლოდა არ მისვლია. ესე იგი არ დაგზავნეს. ე.ი. ეტყობა, ცხენებით გამოუშვეს და ორ კვირაში, გემიდან ცხენი რომ გადმოვა და მერე ბათუმიდან თბილისამდე ჩამოაღწევს, მოვა. მეილზე შეტყობინება არავის მისვლია,” – განაცხადა დავითულიანმა.

გარდა ამისა, უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.

„ანტიდასავლური პოლიტიკა “ქართულ ოცნებას” არ აქვს. “ქართულ ოცნებას” აქვს დღეს, ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გადარჩენის პოლიტიკა და როცა გადავრჩებით ყველა მიხვდება, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით და ყველას მოუნდება ჩვენთან ღრმა თანამშრომლობა.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის სერიოზული საკითხი. ეს დღის წესრიგში არ დადგება, აგერ მე და აგერ თქვენ,” – განაცხადა დავითულიანმა.