უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევში არ ესმით რატომ კეთდება უნგრეთის მხრიდან მკაცრი განცხადებები უკრაინის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ უკვე შეასრულა ყველა პირობა, რაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად იყო წაყენებული.
„შეგვიძლია ვიხტუნაოთ, შეგვიძლია ვიცეკვოთ, თუ იმასთან ერთად, რაც უკვე გავაკეთეთ ამასაც მოგვთხოვენ. მაგრამ, ვფიქრობ, თამაში სამართლიანად უნდა ვითამაშოთ. უკრაინამ თვეების განმავლობაში გააკეთა ის, რასაც მისგან ელოდებოდნენ“, – აღნიშნა კულებამ.
უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.