შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

41
spot_img

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური გამოცემა Le Soir-ი ავრცელებს.

იანვრის დასაწყისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ შარლ მიშელი ევროპარლამენტში არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

“ჩემმა არჩევანმა მედიაში მწვავე პოლემიკა გამოიწვია. მე ნაწილობრივ ველოდი ამას, ჩემი ნაბიჯის უპრეცედენტო ასპექტის გათვალისწინებით. მაგრამ მე ვერ შევაფასე გარკვეული ნეგატიური რეაქციების მასშტაბები და რადიკალურობა – არა ევროპულ საბჭოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ”, – აღნიშნა შარლ მიშელმა.