,,საზოგადოებას შეუძლია ძალიან მარტივი ტესტი გამოიყენოს”- პაპუაშვილი

195
spot_img

საზოგადოებას შეუძლია ძალიან მარტივი ტესტი გამოიყენოს – შეხედოს იმ პოლიტიკურ ლიდერებს და ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ მიხელ სააკაშვილს და დასვას ტოლობა. ეს ის ქვეყნები და ლიდერები არიან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ „იმედის კვირაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„პოლიტიკურ ჯგუფებში იგულისხმება რა თქმა უნდა სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა გავლენა აქვს. აქ საზოგადოებას შეუძლია ძალიან მარტივი ტესტი გამოიყენოს – შეხედოს იმ პოლიტიკურ ლიდერებს და ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ მიხელ სააკაშვილს და დასვას ტოლობა. ეს ის ქვეყნები და ლიდერები არიან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს უმარტივესი ტესტი, რომელიც ცხოვრებაში და რეალობაში ძალიან კარგად მუშაობს. სამწუხაროდ, არსებობენ პოლიტიკური ლიდერები, ჯგუფები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ასე ვთქვათ მფარველები არიან და სურთ მისი დახსნა საპატიმროდან. ნახეთ რაზე წამსვლელები არიან დეზინფორმაციის გავრცელების მხრივ და საქართველოსთვის იმის დაბრალებით, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის წამებასა და მოწამვლას. რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაციაც არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც სამწუხაროდ დღესდღეობით იარაღად არის ქცეული ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში. ამიტომაც არის მთავარი, რომ საქართველოს ნამდვილი მეგობრები და მხარდამჭერები და არა მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და მხარდამჭერები დღეს ამას ყველაფერს ძალიან კარგად აცნობიერებენ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხმა იქნება ძალიან ხმამაღალი, როდესაც დადგება მსჯელობის მომენტი ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.