“სათქმელი იმდენი გვაქვს, მათ შორის, ხატია დეკანოიძესთან დაკავშირებითაც”- ანი წითლიძე

126
spot_img

მიმაჩნია, რომ ხატიას პირადი წყენები არ უნდა აძლევდეს იმის თქმით უფლებას, რაც თქვა. ალბათ ამის დროც დადგება, რომ კიდევ უფრო მეტს ნახავს ამომრჩეველიც და სხვაც, ეს არის პირადი პოლიტიკური ამბიციები, რომლებიც უადგილოა მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ხატია დეკანოიძემ სამიზნე უნდა გაასწოროს.

„„ნაციონალური მოძრაობის“ და, მათ შორის, ჩვენი მთავარი პოლიტიკური პრობლემა არის, რომ ხშირ შემთხვევაში ვუფრთხილდებით იმ ადამიანებს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ უსამართლოდ ესხმიან თავს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულებს. ვუფრთხილდებით და ვითვალისწინებთ ჩვენს ამომრჩეველს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც ახლა არის ციხეში. ასევე, კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ მოწინააღმდეგე არის „რუსული ოცნება“ და არა ერთმანეთი, თორემ სათქმელი იმდენი გვაქვს, მათ შორის, კონკრეტულად ხატიასთან დაკავშირებითაც, რომ, შეიძლება, შემდეგ არასდროს ჰქონდეთ მათ სურვილი, რამე ტიპის პოლიტიკური განცხადება გააკეთონ. როდესაც მიდიხარ პარტიიდან, მერე უნდა გეყოს იმის თავმოყვარეობა, რომ მსგავსი განცხადებები არ გააკეთო, თუ არა, უნდა გახსოვდეს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც პირადად შემსწრეები არიან, მათ შორის, ბევრი რაღაცის და დღეს თუ ხმამაღლა საკადრის პასუხს ამაზე არ სცემენ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი არ ახსოვთ. ვისურვებდი, ყველამ გაასწოროს სამიზნე, მათ შორის, ხატიამაც, რადგან სამიზნე არის „რუსული ოცნება“. „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა არის ის, რასაც ჩვენგან ითხოვენ საქართველოს მოქალაქეები“, – განაცხადა წითლიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა: „„ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან მძიმე პრობლემებია, ეს არის მოცემულობა, რაც პარტიაში გადატრიალების შემდეგ დადგა“.