“მოსკოვის დაკრულზე გვიწევდა ცეკვა. ბრიუსელიც უკრავს, თუმცა ჩვენ ისე ვცეკვავთ, როგორც გვინდა და თუ არ გვინდა, მაშინ არ ვცეკვავთ!”- ვიქტორ ორბანი

131
spot_img

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრეთის ევროკავშირში წევრობა მისი ქვეყნის საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპაციას შეადარა.

ამ საკითხზე მან 1956 წლის ანტისაბჭოთა რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

ორბანმა ევროკავშირი დაადანაშაულა იმაში, რომ ბრიუსელი ცდილობს უნგრეთს იდენტობა ჩამოართვას ლიბერალური დემოკრატიის მოდელის თავზე მოხვევით, რაზეც უნგრელები უარს ამბობენ.

“დღეს ჩნდება ისეთი რაღაცები, რაც საბჭოთა დროს გვახსენებს. დიახ, ხდება, რომ ისტორია მეორდება. საბედნიეროდ, ის, რაც ოდესღაც ტრაგედია იყო, ახლა საუკეთესო შემთხვევაში კომედიაა. საბედნიეროდ, ბრიუსელი არ არის მოსკოვი. მოსკოვი ტრაგედია იყო. ბრიუსელი უბრალოდ ცუდი თანამედროვე პაროდიაა”, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

“მოსკოვის დაკრულზე გვიწევდა ცეკვა. ბრიუსელიც უკრავს, თუმცა ჩვენ ისე ვცეკვავთ, როგორც გვინდა და თუ არ გვინდა, მაშინ არ ვცეკვავთ!”, – დასძინა მან.