,,საჭიროების შემთხვევაში ანკარა მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობები შეწყვიტოს”- ერდოღანი

265
spot_img

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ანკარა მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობები შეწყვიტოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასე ერდოღანმა თურქეთის შესახებ ევროპარლამენტის კრიტიკულ მოხსენებას გამოეხმაურა. კერძოდ, მოხსენებაში ნათქვამია, რომ დღევანდელ მდგომარეობაში ევროკავშირში თურქეთის შესვლის პროცესი ვერ განახლდება. მოხსენება ასევე შეიცავს მოწოდებას ანკარასთან არსებული ურთიერთობებისთვის „პარალელური და რეალისტური ჩარჩოების“ შესწავლისკენ. თურქეთს უკვე 24 წელია, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს მიღებული, თუმცა ბოლო წლებში მოლაპარაკებები ამ საკითხზე ჩიხშია შესული, რადგან ევროკავშირს ამ ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევასა და სამართლის უზენაესობის პატივისცემისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება აშფოთებს.

„ევროკავშირი თურქეთიდან დისტანცირებას ცდილობს. ჩვენ ამ მოვლენებს შევაფასებთ, და, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირთან ურთიერთობებს შევწყვეტ”, – განაცხადა ერდოღანმა აშშ-ში გამგზავრების წინ.