24 100 კილოგრამი ცხოველთა საკვები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი 24 100 კილოგრამი ცხოველთა საკვების იდენტურობის შემოწმების შედეგად, სიჯანსაღის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში