კობახიძემ და „რუსულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ დავით ჯელაძეს, შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ ყველა ადამიანს უნდა მოუხადოს ბოდიში. ამავე დროს, ხელისუფლებას ბოდიში აქვს მოსახდელი გარდაცვლილთა ოჯახებისათვის, რადგან ტალახში ჩარჩენილი ადამიანები განსაცდელში მიატოვა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში ხალხი საათები იბრძოდა გადარჩენისთვის.
„კობახიძემ და “რუსულმა ოცნებამ” არა მხოლოდ დავით ჯელაძეს, შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ ყველა ადამიანს უნდა მოუხადოს ბოდიში. ამავე დროს, ხელისუფლებას ბოდიში აქვს მოსახდელი გარდაცვლილთა ოჯახებისათვის, რადგან ტალახში ჩარჩენილი ადამიანები განსაცდელში მიატოვა.
ხელისუფლება ამბობს, რომ ვერტმფრენი, შოვში, ერთ საათში ჩავიდოდა თუ სამში, ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან სტიქიიდან 10 წუთში ყველაფერი მორჩა.
სინამდვილეში კი, ხალხი საათები იბრძოდა გადარჩენისთვის. არადა, სახელისუფლებო ვერსიით, სტიქიის ზონაში, ამბის მომტანიც აღარ უნდა ყოფილიყო ცოცხალი. ტალახის მასიდან ვერავის უნდა გამოეღწია. თუმცა, მაგალითად, დავით ჯელაძის გადარჩენა ამ ვერსიის საწინააღმდეგოა. ამიტომ სცადეს მისი გაშავებაც. გადარჩენილებს, გადარჩენა ვერ აპატიეს. ხოლო, როდესაც ხალხის რეაქცია დაინახეს, დროებით გაჩერდნენ, მაგრამ თუ შესაძლებლობას მივცემთ, ხვალ უარესს გააკეთებენ“,- აცხადებს კაპანაძე.