საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

138
spot_img

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა და მისი ეპიცენტრი თბილისიდან 59 კილომეტრში, ქალაქ დმანისის სიახლოვეს მდებარე სოფელ მამიშლარშთან იყო.

მიწისქვეშა ბიძგები 5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათით ადრე, საქართველოში 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარელთან, სოფელ გავაზში იყო.