,,მოვუწოდებთ ყველა დონორ ორგანიზაციას, გაასაჯაროოს რა დაფინანსებას და რისთვის აძლევენ კონკრეტულ ორგანიზაციებს”- მიქანაძე

22
spot_img

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე, ყველა დონორ ორგანიზაციას მოუწოდებენ, გაასაჯაროოს რა დაფინანსებას და რისთვის აძლევენ კონკრეტულ ორგანიზაციებს.

მისი თქმით, დონორი ორგანიზაციები ყურადღებით მოეკიდონ იმ აქტივობებს და კონკრეტულ ღონისძიებებს, რასაც ეს ორგანიზაციები ატარებენ.

„მოვუწოდებთ ყველა დონორ ორგანიზაციას, გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე, გაასაჯაროოს რა დაფინანსებას და რისთვის აძლევენ კონკრეტულ ორგანიზაციებს. ყურადღებით მოეკიდონ იმ აქტივობებს და კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ატარებენ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მმართველი გუნდი ამერიკული და ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან საქართველოში დახარჯული თანხების გამჭვირვალობას ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა „დემოკრატიის ეროვნული ფონდისა“ და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ ხელმძღვანელებს, რომ პატივი სცენ ქართულ სახელმწიფოს და დეტალურად გამოაქვეყნონ მათ მიერ გაცემული გრანტების ჩამონათვალი.