“საქართველოში იყო ერთი ისეთი ჯამბაზი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და მას სააკაშვილი ჰქვია”-თინა კანდელაკი

359
spot_img

აგერ მეორე ჯამბაზი, ფაშინიანი ახლა ჩვენს თვალწინ კარგავს ქვეყანას. არის ახლა ამერიკის შეერთებული შტატები?- ასე ეხმაურება კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ტელეგრამის საკუთარ არხზე ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს

„ყარაბაღში ისევ ომი დაიწყო. ყველას კარგად გვესმის, რაც ხდება. ნიკოლ ფაშინიანმა თამაში დაასრულა. თქვენ იცით, რომ საქართველოში იყო ერთი ისეთი ჯამბაზი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და მას სააკაშვილი ჰქვია. ის მთელი თავისი მმართველობის პერიოდში ებრძოდა საქართველოს და დასავლეთის მარიონეტების ბრძანებით ომი დაიწყო.

მაშინ საქართველომ აფხაზეთის და ოსეთის გადარჩენის ფასად შეძლო ქვეყნის გადარჩენა. დღეს კი ის ობიექტურად განვითარების პიკზეა როგორც გეოპოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად.

აგერ მეორე ჯამბაზი, ფაშინიანი ახლა ჩვენს თვალწინ კარგავს ქვეყანას. არის ახლა ამერიკის შეერთებული შტატები? ზელენსკი ახლა გაგზავნის ჯარს მოძმე სომხეთის დასაცავად? რა თქმა უნდა არა. როგორც ვხედავთ, ბიძია სემთან ფლირტი არ არის კარგი. ომი დაიწყო და ეს ომი გარდაუვალი იყო

თუ ვინმე მოახერხებს დიდი სომხეთის განადგურებას, ეს იქნება ფაშინიანი. ვნახოთ, ვინ დაეხმარება მას მიმდინარე ომში. და ვის სთხოვს ის დახმარებას?

და ყველაფერი ანგლოსაქსური გეგმის მიხედვით მიდის. მათი სტრატეგიული დაგეგმვის უნარი უნიკალურია. გასაოცარია, როგორ კარგავენ ადამიანები აზროვნების და შეფასების უნარს“, – წერს თინა კანდელაკი.