“პუტინმა ალიევს მწვანე შუქი აუნთო ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად” – ვიოლა ფონ კრამონი

161
spot_img

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აზერბაიჯანს ყარაბაღში ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს.

„ალიევის „ანტიტერორისტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში არის კოდური სიტყვა სომხების ეთნიკური წმენდისთვის. პუტინმა ალიევს მწვანე შუქი აუნთო ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად. ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტაზე და უზრუნველყოს სომხეთის მთავრობისთვის ყველა საჭირო დახმარება“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.