ოკუპანტები ძალიან მალე იგრძნობენ ჩვენი მუშაობის შედეგებს -ზელენსკი

93
spot_img

ოკუპანტები ძალიან მალე იგრძნობენ ჩვენი მუშაობის შედეგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ამზადებს არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას და ეს კვირა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებამდე ერთი თვე რჩება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სეზონი მაქსიმალურად იყოს ხელსაყრელი ჩვენი წინსვლისთვის, გამარჯვებისთვის, სურვილის ასრულებისთვის, აღვადგინოთ მშვიდობა მთელ უკრაინაში, გამონაკლისის გარეშე. მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მეტი იარაღი ჩვენი მეომრებისთვის. ტერორისტული სახელმწიფოს სრული პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მან გააკეთა უკრაინის, ჩვენი ქალაქების, სოფლებისა და ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მეომრებს და აღნიშნა, რომ თითოეული მებრძოლის ისტორია ნამდვილი გმირობაა.