,,უკრაინის დროშის წართმევას ცდილობდნენ და წინააღმდეგობა გავუწიე”- მარინა ჩობანიანი ( ვიდეო)

71
spot_img

ბათუმის ნავსადგურში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული უკრაინის ორივე მოქალაქე თავისუფალია, მათი სასამართლო პროცესი გადაიდო.

როგორც „რადიო თავისუფლებას“ ერთ-ერთმა დაკავებულმა მარინა ჩობანიანმა განუცხადა, მისთვის უკრაინის დროშის წართმევას ცდილობდნენ, რა დროსაც, ნამდვილად გაუწია პოლიციას წინააღმდეგობა და ცდილობდა, დროშა არ დაეთმო.

„პირველად აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. არ ვიცი საკუთარი უფლებები. მოვითხოვე განემარტათ ჩემი უფლებები, როდის შემეძლო ადვოკატის აყვანა. მინიმალური განმარტებებიც არ გაუკეთებიათ“, – ამბობს  მარინა ჩობანიანი.

უკრაინის მოქალაქეს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავება.