საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, ბიზნესადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, ოთხი წლის ნაცვლად, სამწლიანი გახადონ

864
spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა, ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით საბაკალავრო პროგრამა, ოთხი წლის ნაცვლად, სამწლიანი გახადონ.

შესაბამისი ცვლილება განათლების მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის ბრძანებაში შევიდა.

აქამდე სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ ხელოვნების მიმართულებით მოქმედებდა.

გიორგი ამილახვრის ახალი ბრძანება ძალაში უკვე შევიდა.