“საქართველოს მოსახლეობის 90%-ს დასცინა” – არქიმანდრიტი იოანე ლაშა ბუღაძეზე

326
spot_img

დასცინა საქართველოს მოსახლეობის 90%-ს, რომელიც თავს ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ქართული ეკლესიის სულიერ შვილად მიიჩნევს. მას არ მიულოცია, დასცინა, რაც სამწუხაროა, – ასე გამოეხმაურა ყოვლადწმინდა სამების ლავრის არქიმანდრიტი იოანე ლაშა ბუღაძის სტატუსს.

მისი თქმით, ჩვენს მრავალსაუკუნოვან ეკლესიას არაფერი აკავშირებს რუსეთთან.

„დასცინა საქართველოს მოსახლეობის 90%-ს, რომელიც თავს თვლის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ქართული ეკლესიის სულიერ შვილად. მას არ მიულოცია, დასცინა, რაც სამწუხაროა. თუ საეკლესიო კალენდარში ჩავიხედავთ, 7 იანვარს გვერდით უწერია, რომ 7 იანვარი, რეალურად, არის 25 დეკემბერი, ანუ ჩვენ შობას აღვნიშნავთ 25 დეკემბერს. ათონის მთაზეც, 7 იანვარს ანუ 25 დეკემბერს აღინიშნება შობის დღესასწაული. ასევე, იქაც, სადაც ჩვენი უფალი, მაცხოვარი იესო ქრისტე იშვა, იქაც 7 იანვარს აღნიშნავენ და რა გამოდის, თუ რუსულია, ესე იგი ყველაფერი რუსეთის ყოფილა. ჩვენს ტრადიციულ, მრავალსაუკუნოვან ეკლესიას არაფერი აკავშირებს რუსეთთან, არც ისე და არც – თარიღულად. ასე რომ, თუ ისინი ასე ფიქრობენ, ეს მათი პრობლემაა“, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი).