საქართველო მნიშვნელოვნად ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს, – ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ იანვრიდან დეკემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა 13 000 კომპანია დაარეგისტრირეს. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსებმა წელიწადში 6 100 კომპანია შექმნეს, მესამე ადგილს სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ, თითოეულ ამ ქვეყანაში რუსებმა, 2023 წლის განმავლობაში, 3,400 კომპანია დაარეგისტრირეს.
„საქართველოში კომპანიების ასეთი მასიური გახსნის რამდენიმე მიზეზი არსებობს: გარდა წმინდა სტატისტიკურისა, ანუ რუსეთის აქტიური მოქალაქეების შემოდინება ქვეყანაში, ამას ხელს უწყობს ბიზნესის რეგისტრაციის მოსახერხებელი პირობები და საგადასახადო სისტემა“, – განმარტავს ანალიტიკური კომპანია Finion-ის დირექტორი ვიაჩესლავ კარტამიშევი გამოცემასთან საუბარში და დასძენს, რომ საქართველოში ინდმეწარმეს შეუძლია გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადის მხოლოდ 1%, ხოლო შპს-ს მფლობელს შეუძლია არ დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად, სანამ მისი ბრუნვა 100 000 ლარს არ მიაღწევს.
„გარდა ამისა, საქართველოში რუსებს და ბელარუსებს შეუძლიათ ლეგალურად გახსნან საბანკო ანგარიშები, მათ შორის ბიზნეს საქმიანობისთვის“, – განმარტავს კომპანია Finion-ის დირექტორი.