,,საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ევროკავშირის წევრობას”- პიტერ სიიარტო

12
spot_img

დღეს გავმართეთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. მინდა ვთქვა, რომ უნგრეთის პრეზიდენტობის პირობებში ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას გავუწევთ საქართველოს, რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს გაწევრიანების პროცესები, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„საბჭოს სხდომაზე ვთქვი, რომ რეგიონული რეალობისა და გონივრულობის გათვალისწინებით, ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, მით უმეტეს, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ევროკავშირის მომავალი მწვანე ენერგოუსაფრთხოებისათვის. უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობით ვგეგმავთ ძალიან სერიოზულ, რეკორდულ ენერგოინვესტიციას. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელიც გუშინ ძალაში შევიდა. ხელშეკრულებში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანში და საქართველოში წარმოებული მწვანე ენერგია ევროკავშირის ტერიტორიაზე რუმინეთისა და უნგრეთის გავლით შემოვა. ამისთვის 1195 კმ წყალქვეშა კაბელის გაყვანაა საჭირო, რასაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ასე რომ, საქართველო, ისევე როგორც ევროკავშირის დანარჩენი კანდიდატი ქვეყნები, მიიღებს ჩვენს მხარდაჭერას, რადგან ჩვენი მიზანია, ჩავატაროთ ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე მეგობრული/პარტნიორული პრეზიდენტობის ნახევარი წელი“, – განაცხადა სიიარტომ.

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, რომელზეც ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.