საქართველო და მომავალი ევროპარლამენტი -სიმონ კილაძე

126
spot_img

რამდენიმე დღეში, 6 ივნისს, ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყება. ექსპერტების თქმით, ევროპის საკანონმდებლო ორგანოში ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური და კონერვატორული პარტიები მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ და ლიბერალებს “შეავიწროვებენ” (მაგალითად, ევროპის სახალხო პარტიას, “ევროპის განახლებას”, “მწვანეებს” და ა.შ. რომლებიც ამჟამად საქართველოს მმართველი პარტიის საშინაო და საგარეოპოლიტიკური კურსის მიმართ მეტ-ნაკლებად ნეგატიურად არიან განწყობილნი).

როგორც ექსპერტები ამბობენ, არჩევნებში ყველაზე მეტ წარმატებას ფრანგი ნაციონალისტები – საფრანგეთის “ეროვნული გაერთიანება” (ყოფილი “ეროვნული ფრონტი”) მიაღწევს, რომელსაც მარინ ლე პენი ხელმძღვანელოსბს. ბოლო დროს ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ფრანგულ საზოგადოებაში სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. ამასთან, მარინ ლე პენს უკან საეჭვო შლეიფი მიუყვება – ორიოდე წლის წინ მას რუსეთთან ახლო კავშირებში ადანაშაულებდნენ (არჩევნებისთვის კრემლიდან მსხვილი თანხა მიიღოო). ანუ შეიძლება ითქვას, რომ ლეპენისტები ევროპარლამენტში რუსეთის მიმართ ლოიალურნი იქნებიან.

ასევე წარმატებას უწინასწარმეტყველებენ უნგრულ ნაციონალურ-კონსერვატიულ პარტია “ფიდესს” (ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით), იტალიელ ულტრამემარჯვენეებს, სლოვაკ მემარცხენე-ცენტრისტებს (განსაკუთრებით რობერტ ფიცოზე ლიბერალის თავდასხმის შემდეგ), ასევე გერმანელ ულტრამემარჯვენეებს (ზოგიერთი ლიბერალი მათ ხშირად ნაცისტებად მიიჩნევს), პოლონელ კონსერვატორებს (კაჩინსკის პარტიას) და ა.შ.

რა თქმა უნდა, მემარჯვენეები, ნაციონალისტები და კონსერვატორები თავიანთი პოზიციებით ცალკეული საკითხების მიმართ ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ, როგორც ამბობენ, მათ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ ევროპარლამენტში დღეს გაბატონებულ ლიბერალებთან და ნეოლიბერალებთან.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი თავის პლენუმზე ამტკიცებს ევროკომისიის წევრებს – ყველანაირ ევროკომისრებს (ვარხელებს, ბორელებს და ა.შ,) და თვით ევროკომიის პრეზიდენტსაც (დღეს ამ პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფება).

რას მოუტანს საქართველოს ევროპარლამენტში ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკოსთა წარმატება?

ვარაუდი პირველი:

ამბობენ, რომ მათი ნაწილი – მაგალითად, ფრანგი ლეპენისტები – ჩვენს მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი და მათი მხრიდან წინ კარგი არაფერი გველოდება, ანუ იქნება უფრო მეტი საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციები და სხვა განცხადებები. გარდა ამისა, ისინი გავლენას მოახდენენ აგრეთვე მათ მიერ დამტკიცებულ ევროკომისიის პოზიციებზეც.

ვარაუდი მეორე:

ამბობენ, რომ ევროპარლამენტის მომავალი მემარჯვენე-კონსერვატორ-ნაციონალისტი შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილი პრორუსულად არიან განწყობილნი (მაგალითად, იგივე ფრანგი ლეპენისტები, “იტალიელი ძმები”, “ჩრდილოეთის ლიგა” (სალვინისტები) და ა.შ.). ანუ ეს ნიშნავს, რომ ევროპარლამენტარები კრემლის მიმართ ლოიალობას გამოიჩენენ (არაფერს ვამბობ მათ ნეგატიურ პოზიციაზე უკრაინის მიმართ) და თუ საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ჩვენი ოპოზიციის აზრით, “პრორუსულია”, მაშინ მათგან ისეთ მწვავე და რადიკალურ რეაქციებს, როგორიც ახლაა, მაინცდამაინც არ უნდა ველოდოთ. ანუ ჩვენს სტატუსში, დიდი ალბათობით, ბევრი არაფერი არ უნდა შეიცვალოს.

ვარაუდი მესამე;

ამბობენ, რომ მომავალი ევროპარლამენტი ბევრი ისეთი საერთოევროპული და მსოფლიო მნიშვნელობის მქონე მწვავე პრობლემების წინაშე დადგება, რომ გარეშე სახელმწიფოებს, მათ შორის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს, კრიტიკის თვალსაზრისით, შედარებით ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ.

ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები სინამდვილეში – როგორი ძალთა განლაგება იქნება ევროპარლამენტში და რა გეგმების განხორციელების სურვილს გამოამჟღავნებენ ევროდეპუტატები.