ერთად დავძლიოთ აუტიზმი – უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი აუტისტური სპექტრის ბავშვთა მხარდასაჭერად 

91
spot_img

 უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი აუტისტური სპექტრის ბავშვთა მხარდასაჭერად 

დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს,  ნეირობალანსირების ცენტრს, პროექტ ,,ერთად დავძლიოთ აუტიზმის“  ფარგლებში, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა  უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი, მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად,   ეწვია და პატარა ბენეფიციარები საჩუქრებითა და ტკბილეულით გაახარა.

 ეკა სეხნიაშვილი- უფლებადამცველი, ჟურნალისტი,  ,,ერთად დავძლიოთ აუტიზმის“-ის  პროექტის მენეჯერი:  ,,საოცარი შეგრძნებაა, როცა ამ  ბავშვებთან მიდიხარ და ესაუბრები. საოცრად ნიჭიერები, აღქმის უმაღლესი უნარებით და გამოხატვის ყველაზე კეთილი ფორმებით. ჩვენ  ამ ბავშვებს უნდა დავეხმაროთ არა მხოლოდ  ტკბილეულით ან საჩუქრებით, არამედ უნდა გავზარდოთ მათი ჩართულობა  სოციუმში. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ინტეგრირება ყველა დონეებზე. მათ შორის, სახელმწიფოებრივი ჩართულობა მათი განვითარების ხელშეწყობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორის მხრიდან ხელშეწყობა და თანადგომა. სამწუხაროდ, ბიზნესის გარკვეულ ნაწილში სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი თანადგომას იჩენს და აუტისტური სპექტრის  მქონე ბავშვთა მხარდაჭერას გამოხატავს.  აუტიზმი დაძლევადია და  თუ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით, ყველაფერს შევძლებთ. დიდი მადლობა მინდა გამოვხატო მხარდამჭერი კომპანიების მისამართით, რომელთაც გამოიჩინეს დიდი გულისხმიერება და ქართულ ბაზარზე წარმოადგენენ სოციალურად პასუხისმგებლიან კომპანიებს: მათ შორის, დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერ ხაზარაძის  კულტურისა და სოციალური განვითარების ფონდს . ღონისძიებაზე  პატარები გაახარეს კომპანიებმა: სათამაშოების კომპანია ,,ჭიტამ“ და მისმა დამფუძნებელმა , ქალბატონმა ხათუნა ჩხიკვაძემ, ასევე კომპანიებმა :,,სანდომი“ ,  ,,ბებე“,  ,,ჯინო ფერედაისი“ , ,,დოქტორ ღლონტის სამეცნიერო ლაბორატორია   და ა.შ. დიდი მადლობა მათ ამ ბავშვების სახელით.

სოფიო კილასონია-ხაზარაძის კულტურის ფონდის  აღმასრულებელი დირექტორი

 „საქართველოში არ არსებობს ინკლუზიური კულტურული გარემო და ჩვენი აზრით, უახლოესი მომავლის უპირველესი ამოცანა, კულტურის სფეროს ინსტიტუციებისთვის, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა იყოს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ჩართულობა. ფონდის არსებითი მიმართულება მათი თანადგომაც გახლავთ. სწორედ ამიტომ უფლებადამცველთან ერთად გადავწყვიტეთ მათთვის ეს დღე გაგველამაზებინა და  მხარდაჭერა გამოგვეხატა. ზოგადად, სახელმწიფოებრივ და ყველა სამოქალაქო პლატფორმის დონეზე მათი სოციალური  ინტეგრირება  უნდა მოხდეს“

 ხატია სიჭინავა-,,ნეირობალანსირების ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი:

,,  ნეირობალანსირების ცენტრი შევქმენით  ბავშვებისთვის, მოზარდებისთვისა და მშობლებისთვის, საჭირო და აუცილებელი თერაპიების სრულფასოვანი კომფორტული პროფესიონალური და ინოვაციური მიდგომებითა და სერვისებით. ცნობიერების ამაღლებისთვისა და სულიერი, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, როგორც ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე მშობლებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ.

პ.ს. 1 ივნისი-ყველა ბავშვის დაბადების დღეა. მიუხედავად მათი აღქმებისა, ქცევისა და სოციალური ინტეგრაციისა, ყველა ბავშვი იმსახურებს იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ერთად დავძლიოთ აუტიზმი- თანადგომით ეს შესაძლებელია!