,,როთს ჰქონდა მცდელობა, მომავალი თაობისგან გაემიჯნა მართლმადიდებელი ეკლესია”- ლევან იზორია

20
spot_img

გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებას ეხმაურება.

როგორც ელჩი აღნიშნავს, როთს ჰქონდა მცდელობა, მომავალი თაობისგან გაემიჯნა მართლმადიდებელი ეკლესია.

„ძვირფასო ბატონო როთ, კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვაა. თქვენ გქონდათ მცდელობა, მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენი ტოლერანტობა სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ისტორიულად, ის ეკლესიის წიაღში ჩაისახა და იარსებებს მუდამ“, – აღნიშნულია ლევან იზორიას განცხადებაში, რომელიც საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია. ყველა ეკლესია, რელიგია და მორწმუნეები უნდა შეურიგდნენ კრიტიკას. ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემები: ჩემს შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებლობა და ისევ და ისევ ისლამი“.