“საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში არ იქნება არც თავისუფალი და არც სამართლიანი” – იენს სტოლტენბერგი

51
spot_img

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში არ იქნება არც თავისუფალი, არც სამართლიანი. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. და არჩევნები რუსეთში არ იქნება არც სამართალი და არც თავისუფალი. ვიცით, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ციხეში არიან, ზოგიერთი მოკლულია, ხოლო ბევრი გადასახლებულია… ასე რომ, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი [არჩევნები] არ იქნება არც თავისუფალი და არც სამართლიანი”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე “სრულიად უკანონო და ისეთი, რომელიც საერთაშორისო სამართალს არღვევს” უწოდა არჩევნებს, რომელთა ორგანიზებასაც რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცდილობს.