ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული, რათა ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში გაიმართა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და დისკუსიები, მათ შორის ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში.
„იენს სტოლტენბერგს რაც შეეხება, ჩვენ ბრიუსელში უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ურთიერთობები. ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული, რათა ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.