,, სამწუხაროდ, უკრაინულ ხელისუფლებაში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც საქართველო არის მიხეილ სააკაშვილი და ენმ” – პაპუაშვილი

24
spot_img

სამწუხაროდ, არსებობენ პოლიტიკოსები უკრაინულ ხელისუფლებაში, რომლებისთვისაც საქართველო არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

მან კომენტარი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა, რომლებიც კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

„თავად ის, რომ საკუთარ თავებს მიიჩნევენ მიხეილ სააკაშვილის მეგობრებად, ეს არის უკვე განაჩენი ამ ადამიანებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.