ბერ-მონაზონი ანდრია გეწაძე შენდობის კვირაში პატრიარქის ვიდეო მიმართვას ავრცელებს

15
spot_img

ბერ-მონაზონი ანდრია გეწაძე შენდობის კვირაში პატრიარქის ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

„არ არსებობს ადამიანი უცოდველი, მათ შორის სასულოერო პირები, მათ შორის მეც..

მე მითქვამს თქვენთვის, ცოდვები რაც ახასიათებს ხალხს ის მახასიათებს მე.

ზოგიერთს ეს მიაჩნია მძიმედ, პატრიარქი უნდა იყოს წმინდა.

მაგრამ, ადამიანი უცოდველი არ არის, ადამიანს ან გონებაში, ან საქმეში ცოდვა ახლავს და როცა აქვს განცდა თვისთა ცოდვათა ღმერთი პატიობს ამ ცოდვებს …

ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის.

არიან ისეთებიც, რომელთაც ეს არ ესმით, თავის თავს თვლიან წმინდად ხოლო სხვებს ცოდვილად.

ჩვენ შევთხოვთ უფალს რომ უფალმა გაგვიხსნას გონება დავინახოთ ჩვენი თავი, ჩვენი ცოდვები და ავიდეთ სრულყოფის კიბეზე.

პავლე მოციქული ამბობს, არ არის კაცი რომ სცხონდეს და არა სცოდოს და ამბობს რომ ცოდვილთაგან პირველი მე ვარო.

წარმოიდგინეთ პავლე მოციქული ამბობს ცოდვილთაგან პირველი მე ვარო!

ჩვენ ვამბობთ რომ წმინდანები ვართ, უცოდველები ვართ, სხვები კი ცოდვილნი არიან და განვიკითხავთ.

ღმერთო მოგვანიჭე ჩვენ განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.

გთხოვთ, ჩვენო სულიერო შვილებო მოიღოთ მოწყალება თქვენი და მეც შემინდეთ ჩემი ცოდვები…“ – ამბობს პატრიარქი.