“სამწუხაროდ, ისეთი განცდა დამრჩა, რაც ხაზარაძემ თქვა, აღიარებას ჰგავდა, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად თვითონ ხაზარაძე აზიანებს “ლელოს”- მიხეილ დაუშვილი

56
spot_img

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „ლელოს“ ყველაზე მეტად თავად მამუკა ხაზარაძე აზიანებს.

„სამწუხაროდ, მეც ისეთი განცდა დამრჩა, რომ ისეთი რაღაც თქვა, რაც აღიარებას ჰგავდა, მეტის თქმა არ შემიძლია. საერთოდ, ერთი რამ შემიძლია, ვთქვა, ხაზარაძესთან დაკავშირებით, რომ ჩემი აზრით, ყველაზე მეტად თვითონ ხაზარაძე აზიანებს პარტია „ლელოს“. არ ვიცი ამას რატომ აკეთებს, მაგრამ ასე ვხედავ. დანარჩენი ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ წარმატებას ვუსურვებ 2024-ის არჩევნებისთვის“, – განაცხადა დაუშვილმა.

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია. მამუკა ხაზარაძეს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობისას კითხვა დაუსვეს 2019 წლის პერიოდზე, როდესაც მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ გადასცეს მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მუქარის წერილი, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, „არტარეასა“ და „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვდა.

„გიორგი გახარიას წერილის რომელი პუნქტი შევასრულე, „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა შევცვალე, თუ „არტარეამ“ კულტურის მაგივრად პოლიტიკის მაუწყებლობა დაიწყო?“, – აღნიშნა ხაზარაძემ.