ისრაელის მთავრობა მოსახლეობისთვის იარაღის დარიგებას გააგრძელებს – ბენიამინ ნეთანიაჰუ

45
spot_img

ისრაელის მთავრობა მოსახლეობისთვის იარაღის დარიგებას გააგრძელებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ჩემი მეთაურობით მთავრობა მოსახლეობისთვის იარაღის დარიგების პროცესს გააფართოებს. ეს ის ღონისძიებაა, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთხელ ადასტურებს მის აუცილებლობას“, – წერს ნეთანიაჰუ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

„შეიარაღებული სამოქალაქო პირისა და ორი ჯარისკაცის სწრაფმა რეაქციამ უფრო სერიოზული თავდასხმა აიცილა თავიდან, მათ მივესალმები“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ღეს, იერუსალიმში ტერორისტული თავდასხმის შედეგად ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა.