სამწუხაროა, რომ ამერიკისთვის 2004-2012 წლების საქართველო ყოფილა დემოკრატიის შუქურა -ვლადიმერ ბოჟაძე

34
spot_img

საქართველოს მოსახლეობის 95%-ს აქვს სავიზო შეზღუდვა, მათ შარშან 3 მოსამართლე დაემატა, ხოლო წელს 24-34 პოლიტიკოსი და მათი ოჯახის წევრები, – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესებას.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, “აშშ საქართველოს ემუქრება” მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა მშვიდობა და არა ომი. მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორისგან ეს არასერიოზული ქმედებაა.

“საქართველოს მოსახლეობის 95%-ს აქვს სავიზო შეზღუდვა, მათ შარშან 3 მოსამართლე დაემატა, ხოლო წელს – 24-34 პოლიტიკოსი და მათი ოჯახის წევრები. სტრატეგიული პარტნიორი არასერიოზული განცხადებებიდან, არასერიოზულ ქმედებებზე გადავიდა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკისთვის 2004-2012 წლების საქართველო ყოფილა დემოკრატიის შუქურა და 2012 წლის მერე გვქონია დემოკრატიის უკუსვლა, თურმე 2008 წლის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები ყოფილა სამართლიანი და ობიექტური, ხოლო 2024 წლის სამართლიანი და ობიექტური არჩევნები უნდათ გაყალბებულად გამოაცხადონ, თურმე სისხლიანი რეჟიმი აახლოებდა საქართველოს ევროპასთან და “ქართული ოცნება” აშორებს, თურმე რუსეთისთვის ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ობიექტების გადამცემი ნაცმოძრაობა აკეთებდა ქართულ საქმეს და რუსეთისთვის 4 საერთაშორისო სასამართლოს მომგები, 12 წლის განმავლობაში მშვიდობის შემნარჩუნებელი ქართული ოცნება აკეთებს რუსულ საქმე? 1633-ე რეზოლუციაზე ხმის მიმცემი დეპუტატები არიან პატრიოტები და საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი დეპუტატები მოღალატეები? საქართველოსთვის მილიარდების მომპარავი მიხეილ სააკაშვილია ქვეყნის ამშენებელი და 10 000 000 000 ლარის საქართველოსთვის დამხარჯავი ბიძინა ივანიშვილია ქვეყნის დამაქცევარი? სისხლიანი რევოლუცია, მაიდანი და მეორე ფრონტი მოუტანს ქართველ ხალხს ბედნიერებას და მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება უბედურებას? მსოფლიოში N1 სახელმწიფო უწესებს სანქციებს და ემუქრება 4 მილიონიან ქვეყანას მარტო იმიტომ, რომ უნდა მშვიდობა და არა ომი, უნდა განვითარება და არა განადგურება?

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ისევე გაიმარჯვებს, როგორც იმარჯვებდა 2012 წლის შემდეგ, გაიმარჯვებს შიგა და გარე მტრების ჯინაზე, გაიმარჯვებს და დაიცავს მამულს, ენას და სარწმუნოებას, ისევე როგორც იცავდა დღემდე!

#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს” – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.