სამტრედიის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

38
spot_img

სამტრედიის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

იმ კორპუსის გარდა, სადაც აფეთქება მოხდა, დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული ფართები და ავტომანქანები.

“მოპირდაპირე კორპუსში ვცხოვრობ. საშინელი ხმა იყო. მთელი კორპუსი შეზანზარდა. მიწისძვრა მეგონა, მინები ჩაიმსხვრა, იყო ნგრევა. როგორც ვიცი, არავინ დაშავებულა”, – აცხადებს ერთ-ერთი პირი, რომელიც მომხდარი შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს.