საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 12-13 მარტს ფინეთს სტუმრობდა, სადაც ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა.
როგორც დარჩიაშვილმა ვიზიტის შეფასებისას აღნიშნა, ვიზიტი იყო ძალიან შედეგიანი, რომელიც მოიტანს ახალ იმპულსს საქართველო-ფინეთის ურთიერთობებში.
„ფინეთის რესპუბლიკა იქცა ჩვენი ქვეყნის ძალიან ძლიერ მხარდამჭერად ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ვიზიტი იყო ძალიან შედეგიანი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც რა თქმა უნდა, მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. მე მივიღე ძალიან ძლიერი გზავნილი, რომ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.