“სამნიძის თქმით, ოპოზიციის ნაწილი სტატუსის მოპოვებაში ხელს უშლის საქართველოს” – გურამ მაჭარაშვილი

66
spot_img

აქ რომ მოუწიათ აღიარება, სტატუსის გადავადებას რომ ითხოვდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ ევროკავშირში რას ეუბნებოდნენ საქართველოზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით? – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ხათუნა სამნიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელს უშლის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

მაჭარაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიმღები პირები, ევროკომისრები და დასავლელი ლიდერები მხარდაჭერას ჰპირდებიან საქართველოს, ქართული ოპოზიცია კი ყველანაირად უშლის ხელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„სამნიძემ პირდაპირ თქვა, ოპოზიციის გარკვეული წარმომდგენლები ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის გადავადება სჯობს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სჯობს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა გადავადდეს, რადგან თურმე რაღაც პირობები გვქონია შესასრულებელი.

წარმოიდგინეთ, ევროკომისრები, მათ შორის, ოლივერ ვარჰეი, რომელიც არის ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, ამბობს, რომ საქართველოს მათგან ექნება მხარდაჭერა. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს ექნება მხარდაჭერა. იმავეს ამბობენ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, ხოლო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება უნდა გადაგვივადდეს. ამ დროს პრეზიდენტი გვიმტკიცებს, რომ თურმე ის დადის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, მაშინ, როდესაც ის აშავებს თავის ქვეყანას. ოპოზიციაც გვიმტკიცებს, რომ თითქოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ამ დროს თვითონვე პირდაპირ ეთერში საჯაროდ აღიარებენ, რომ ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე, ანუ ევროკავშირი ამბობს, რომ მხარს დაგვიჭერს, ხოლო ესენი ეუბნებიან, გადაგვივადეთო. ამაზე მეტი ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ქმედება, რა უნდა იყოს. თან, პარლამენტში დებატებში გამოდიან და საუბრობენ საწინააღმდეგოს, რომ თურმე ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

როგორც კი დარწმუნდნენ, რომ დიდი ალბათობით, მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, გადაგვივადეთ სტატუსის მოცემა, რადგან ჩვენ პირობებს არ ვასრულებთო. ეს არის მათი რეალური სახე. ამის შემდეგ თუ კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია არის მავნებლური პოლიტიკური ძალა და პირდაპირ, საჯაროდ ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს, ამის შემდეგ ასეთი ადამიანიც საკუთარი ქვეყნის მოღალატე იქნება. ეს ადამიანები, რომლებიც უცხოეთში დადიან თითქოსდა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ახლა გამოჩნდა, რისთვისაც იბრძოდნენ.
აქ რომ მოუწიათ აღიარება, სტატუსის გადავადებას რომ ითხოვდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ ევროკავშირში რას ეუბნებოდნენ საქართველოზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით? რეალობა არის ის, რომ რადიკალური ოპოზიციის გაკოტრებაზე საუბარიც აღარ არის. ის უბრალოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური არენიდან და დიდი იმედი მაქვს, რომ 2024-ში ქართველი ამომრჩეველი ამას გააკეთებს. ერთხელაც ვიტყვი, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას, ის პოლიტიკურად გაზრდილია – შეიძლება, „ხალხის ძალას“, ან „ქართულ ოცნებას“ არ უჭერდეს მხარს, მაგრამ ამ პოლიტიკურ მავნებლებს არ დაუჭერს მხარს, რადგან ყველამ დაინახა, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას კი არ ებრძვიან, არამედ ებრძვიან საკუთარ ქვეყანას. თვეების განმავლობაში რომ ჭიკჭიკებდნენ, ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ და არ გვაინტერესებს ხელისუფლებაო, ახლა ხომ გამოჩნდა, რაზე იყვნენ წასულები უცხოეთში და რა ჰქონდათ გულში? ჰქონდათ ის, რომ მოხდეს რევოლუცია და ამ გზით შეცვალონ ხელისუფლება,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.სპორტის მინისტრი ქართული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერან მთამსვლელებს შეხვდა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერან მოყვარულ ალპინისტებს: ავთანდილ ჩხიკვაძეს (86 წელი), თამაზ შარაშენიძესა (69 წელი) და ვაჟა ჩაგელიშვილს (80 წელი) შეხვდა. შეხვედრაზე მყინვარწვერის ექსპედიციასა და ქართული ალპინიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

25-30 აგვისტოს, ქართული ეროვნული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, 86 წლის ავთანდილ ჩხიკვაძის, ხელმძღვანელობით საქართველოს მოყვარული ალპინისტების რვაკაციანმა ჯგუფმა – ავთანდილ ჩხიკვაძე, თამაზ შარაშენიძე, ვაჟა ჩაგელიშვილი, ზურაბ ტაკიძე, გიორგი ბერიანი, დავით სალდაძე, ვასილ რევიშვილი, ლუკა კვარაცხელია – მყინვარწვერზე წარმატებული ექსპედიცია განახორციელა.

გარდა ამისა, სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში მთამსვლელთა ფესტივალი გაიმართა. მყინვარწვერზე მასობრივი ექსპედიცია 3-7 ოქტომბერს მოეწყო და მასში 30 მთამსვლელი მონაწილეობდა.
ღონისძიებას 100-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა. ფესტივალი გრანდიოზული კონცერტით დამთავრდა.

შეგახსენებთ: წელს 100 წელი გავიდა მყინვარწვერზე ქართველთა პირველი ასვლიდან. ექსპედიციები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმს, 1923 წლის აგვისტოში – გიორგი ნიკოლაძის, ხოლო სექტემბერში ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.