“ამათი საცოდაობა ურეიტინგობაში კი არ არის, იმ სიბრიყვეშია, თავი კიტრები,რომ ჰგონიათ” – ზურაბ ქადაგიძე გახარიას პარტიაზე

101
spot_img

„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, კახა ქემოკლიძის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა, რომ გიორგი გახარია 2020 წლის არჩევნების ფლაგმანი იყო და მას ბიძინა ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ქადაგიძის თქმით, გაუგებარია, სად გამოჩნდა გახარიას მაღალი რეიტინგი, ვინაიდან ის თბილისის მერის არჩევნებში „ჩაფლავდა”.

„- ნულს რომ ნული მივუმატოთ რამდენია ბაჭია? -არ დაიბნა ბაჭია, გახარია ასწია… 2020 წელს, გახარია ფლაგმანი იყო, ოღონდ დროშის ტარი ისე მრუდედ აღმოაჩნდა, მელიაზე გადაუტყდა )))) ამათი საცოდაობა ურეიტინგობაში კი არ არის, იმ სიბრიყვეშია, თავი კიტრები,რომ ჰგონიათ და სინამდვილეში, ჯონჯოლის ფუნქციასაც ვერ ასრულებენ…
ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი ჰქონდაო და მერე სად გაქრა ის რეიტინგი ბაჭია? 2021 წელს, რომ „მკვდარზე ვენოკი” აღმოჩნდა გახარია და მერის არჩევნებზე ჩაფლავდა? რა „ვოზდუხიც” ლიდერი გყავთ, ისეთივე უნიათოები ჰყავხართ მისი მადიდებლები…” – წერს ქადაგიძე.