სამარცხვინოა, რომ მოგვიწოდებს უკრაინასა და მოლდოვას დავეწიოთ -მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

64
spot_img

„ქალბატონი პრეზიდენტი გარე ძალების დავალებას ასრულებს“, – ამის შესახებ მ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმ ქვეყნებზე აცხადებს, რომ საქართველო უნდა დაეწიოს, რომელთა ეკონომიკაც და თავისუფლების ხარისხიც კრიზისშია.

„სალომე ზურაბიშვილი გამოდის და აცხადებს, რომ თურმე უკრაინასა და მოლდოვას უნდა დავეწიოთ. ჯერ შეხედოს მოლდოვას ეკონომიკური მდგომარეობის სტატისტიკას; ან იმას, თუ როგორ მიმდინარეობს იმ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი; ან, თავისუფლების რა ხარისხი აქვთ და ა.შ. უკრაინაზე აღარ მაქვს საუბარი. ეს ხომ სამარცხვინოა, რომ მოგვიწოდებს ამ ქვეყნებს დავეწიოთ. და, საქართველოს პრეზიდენტი ეწოდება ამ ქალბატონს. არც რცხვენია ამის, მაგრამ, რისი უნდა რცხვენოდეს – დავალების შემსრულებელია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.