,, სამართლიანობის აღდგენა თუ გვინდა, ადეიშვილი საქართველოს უნდა გადმოეცეს”- გიორგი კახიანი

13
spot_img

სამართლიანობის აღდგენა თუ გვინდა, ზურაბ ადეიშვილი უნდა გადმოეცეს საქართველოს და პასუხისგებაში მიეცეს. საზოგადოებისთვის გაუგებარია, ასეთი ადამიანი როგორ შეიძლება ასე თავისუფლად დადიოდეს ევროპის სახელმწიფოებში და ასეთ ღონისძიებებსა და კონფერენციებში მონაწილეობდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან სამართალი იზეიმებს და ადეიშვილი ქართულ მხარეს გადმოეცემა.

„სამწუხაროა, რომ უკრაინის მხრიდან ასეთი არამეგობრული და გაუგებარი ქმედებები ადრეც ყოფილა და ახლაც გრძელდება. როგორც ჩანს ამ მიმართულებით ისინი თავისი პოზიციების შეცვლას არ აპირებენ. ჩემთვის უფრო მოულოდნელი იყო ადეიშვილის იმ ფორმატში გამოჩენა, როდესაც ნიდერლანდებში უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა და უკრაინის დელეგაციის მხრიდან ადეიშვილი მონაწილეობდა“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ჰააგაშია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.