კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ფრენსის ფუკუიამას განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„ფრენსის ფუკუიამას 1992 წ. ბესტსელერი – “ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი”. თბილისურ ვოიაჟში აღსრულებული წინასწარმეტყველება. ნაძარცვი ფულით ორგანიზებული, სახელმწიფო დამნაშავის დაცვის აქციაში მონაწილეობა, ადამიანური და კარიერული დაცემის აპოთეოზი!“, – წერს ხაინდრავა.
ცნობისათვის, ფრენსის ფუკუიამამ „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა: “ვფიქრობ, რომ რაც ძალუძთ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში არ მიიღონ. ვფიქრობ, ამიტომ ეკიდებიან ასე აგდებით მიშა სააკაშვილის საკითხს – თუ ის მათ ტყვეობაში მოკვდება, ეს ევროპელების რისხვას გამოიწვევს, ეს იქნება ბარიერი ევროპისკენ გზაზე“.
ფრენსის ფუკუიამას
1992 წ ბესტსელერი
– "ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი".
თბილისურ ვოიაჟში აღსრულებული
წინასწარმეტყველება.
ნაძარცვი ფულით ორგანიზებული, სახელმწიფო დამნაშავის დაცვის
აქციაში მონაწილეობა,
ადამიანური და კარიერული დაცემის აპოთეოზი! https://t.co/HCLITUOEL4— Goga Khaindrava (@KhaindravaGoga) May 3, 2023