საკანონმდებლო ჩარჩოში ნამდვილად არის მოსაქცევი -დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ლგბტ პროპაგანდაზე

27
spot_img

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ინიცირებას გამოეხმაურა.

„საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ძალიან პოზიტიურია, რადგან რასაც ჰქვია პროპაგანდა და უკავშირდება აღნიშნულ თემებს, ეს ნამდვილად არის საკანონმდებლო ჩარჩოში მოსაქცევი. სწორედ დღეს იყო საბავშვო ბაღში რაღაც ამის გამოვლინებები – ბავშვები ათამაშეს და ცოტა ამოვარდნილია და ეჭვს იწვევს, რომ რაღაც განზრახვით არის გაკეთებული“, – განაცხადა მამა ანდრიამ.

საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს დააინიცირა კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში“.