ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფებაა, რომლის მიზანი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაა -კახა კალაძე ზურაბიშვილის “ქარტიაზე”

27
spot_img

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის „ქარტიას“ პოლიტიკურ სპექტრში არანაირი ცვლილების გამოწვევა არ შეუძლია.

როგორც კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მსგავსი გაერთიანებები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, მარცხისთვის არიან განწირული.

„ქარტიის შექმნით არაფერი შეიცვლება. ვიცით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები რას წარმოადგენენ. ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფებაა, რომელთა მთავარი მიზანია ბრძოლა ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ასეთი მოძრაობები და პოლიტიკოსები მარცხისთვის არიან განწირული. ძალიან კარგია მათი ერთად შეყრა, ისინი რეალურად ერთ ხაზს წარმოადგენენ, ერთი პატრონი ჰყავთ, ეს გადაწყვეტილებაც ამის დასტურია“, – განაცხადა კახა კალაძემ.