“საინტერესოა, რატომ დაიწყო ახლა კობახიძემ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე საუბარი, როცა ცხოვრებაში საოკუპაციო ხაზზე არ ყოფილა?”

47
spot_img

საინტერესოა, რატომ დაიწყო ახლა კობახიძემ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე საუბარი, როცა ცხოვრებაში საოკუპაციო ხაზზე არ ყოფილა? როგორ აპირებს ამას, როცა არც დეოკუპაციის სტრატეგია განახლებულა “ქართულ ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, მას კითხვები ამ საკითხებზე, ასევე 9 რეკომენდაციის შესრულების სამთავრობო ნაწილთან დაკავშირებით ექნება.

„ველოდები სამთავრობო პროგრამას პრემიერობის კანდიდატისგან, რომელიც ცხოვრებაში არ გასულა საოკუპაციო ხაზთან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და ახლა საუბრობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. საინტერესოა, რას ჩაწერს პროგრამაში?! ასევე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია 9 რეკომენდაციის შესრულების სამთავრობო ნაწილი, რომელიც ევროკავშირისთვის გაზიარებულ გეგმაშია. საინტერესოა, აქ თუ იქნება რაიმე სიახლე? გასაგებია, რომ ბიუჯეტი დამტკიცებულია და ამ ნაწილში არაფერ სიახლეს არ უნდა ველოდებოდეთ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ოპოზიცია ვალდებულები ვართ, დავსვათ კითხვები. მე მექნება კითხვები 9 რეკომენდაციის მთავრობის ნაწილზე, საინტერესოა პასუხების მოსმენა პრემიერობის იმ კანდიდატისგან, რომელიც ამბობდა, რომ თუ ომში არ ჩაერთვებით, სტატუსს ვერ მივიღებდით, რაც, რა თქმა უნდა, მცდარი აღმოჩნდა. საინტერესო იქნება, როცა 26 მაისს არ ესწრებოდა სამხედრო აღლუმს და ისვენებდა, როცა ცხოვრებაში საოკუპაციო ხაზზე არ ყოფილა, რატომ დაიწყო პრემიერის კანდიდატის რანგში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე საუბარი? თუ დაიწყო, მაშინ როგორ აპირებს ამას, როცა არც დეოკუპაციის სტრატეგია არ განუახლებია „ქართულ ოცნებას“, რაც ხელისუფლებაში მოვიდა მას შემდგომ და არათუ წინ არ წაგვიწევია ამ კუთხით, პირიქით, ანექსიის პროცესს ახორციელებს რუსეთი აქტიურად და ამაზე „ქართული ოცნების“ გამო, პარლამენტმა პოზიცია ვერ დააფიქსირა. მეტიც, ისინი ბიჭვინთის ანექსიის პროცესს ოკუპაციას უწოდებენ, რაც ეწინააღმდეგება აქამდე უკვე პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებს ანექსიურ პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა აქუბარდიამ.