საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა – ვარკვევთ მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს -საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკის საზღვართან ქართველების გატაცებაზე 

104
spot_img

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების გამო საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, რომლებმაც ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმართეს საელჩოს.

„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

არსებული ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან გატაცება მოხდა. „მთავარი არხის” ცნობით, უკვე სამი დღეა სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. გატაცებულებს შორის არიან ქალებიც.