საბერძნეთში, ძარცვისთვის, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს – ერთს ამ დრომდე ეძებენ

31
spot_img

საბერძნეთში, ძარცვისთვის, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, ერთს ისევ ეძებენ. ბერძნული მედიის ცნობით, საქმეზე დაკავებულია სულ მცირე 6 პირი – მათ შორის ბულგარეთის და საბერძნეთის მოქალაქეები.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქმე ეხება დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრები აღმოსავლეთ სალონიკში  კაფეებსა და მაღაზიებს ძარცვავდა წაღებულია 20 000 ევროზე მეტი და 6 600 ევროს ღირებულების თამბაქო.

პოლიციის ცნობით, ჯგუფის წევრებმა 2023 წლის აგვისტოს შემდეგ კალამარიას, პილაიასა და ქსიროკრინის რაიონები სულ მცირე 14 ჯერ გაძარცვეს, ასევე იყო ერთი ყაჩაღობის მცდელობაც.

დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას, ამოღებულია ძარცვებთან დაკავშირებული ტანსაცმელი, იარაღი, ორი ჟურნალი და დანა. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.