სააკაშვილი არის დამნაშავე და ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება -კახა კალაძე

20
spot_img

სააკაშვილს დანაშაული აქვს ჩადენილი და ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა დააზარალოს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დაგვიფიქსირებია ჩვენი მოსაზრება, რომ პირველი არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. შესაბამისად, არ და ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც თავიდანვე ვიცით, შეიძლება  დამაზიანებელი იყოს საკუთარი ქვეყნისთვის და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ასეთ რამეს საქართველოს ხელისუფლება არ გააკეთებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის ბრალდებული, დამნაშავე კონკრეტულ საქმეებში, მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება“, – აცხადებს თბილისის მერი.

საქართველოს მთავრობამ 11 მარტს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

ამ განცხადების საპასუხოდ, არახამიამ „ურთიერთობის ნორმალიზების“ სამი პირობა დაასახელა: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.