„რუსი არტილერისტები გათამამდნენ: უკრაინელებს ჭურვები ელევათ, რუსების ქვემეხები კი უძლიერესი ზალპისათვის ემზადებიან“

37
spot_img

ამერიკული ჟურნალის „ფორბსის“ (Forbes) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია „რუსი არტილერისტები გათამამდნენ: უკრაინელებს ჭურვები ელევათ, რუსების ქვემეხები კი უძლიერესი ზალპისათვის ემზადებიან“ (ავტორი – დევიდ ექსი), რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის სიტუაციაა განხილული, კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია ორივე მხარის საარტილერიო ქვედანაყოფების პრობლემებზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

გასული წლის დეკემბერის ბოლოს, როცა ამერიკის შეერთებულის შტატების კონგრესმა უკრაინის დასახლარებლად თეთრი სახლის მიერ შეტანილი კანონპროექტი არ დაამტკიცა (61 მილიარდი დოლარის გამოყოფის მიზნით, კიევმა ასეთი მოქმედება „ღალატად“ შეაფასა. „ღალატი“ პირველ რიგში უკრაინის არმიის საარტილერიო ქვედანაყოფებმა იგრძნეს: იმიტომ, რომ არტილერიის (ანუ როგორც მას უწოდებენ – „ომის ღმერთის“) მთავარი მომმარაგებელი ჭურვებით, რაკეტებით და სარაკეტო დანადგარებით სწორედ აშშ წარმოადგენს.

თუ გასულ ზაფხულს უკრაინას პარიტეტი ჰქონდა შენარჩუნებული რუსეთთან და ზოგჯერ აჭარბებდა კიდეც, ახლა როლები გაიცვალა: რუსებს ხუთმაგი უპირატესობა აქვთ. უკრაინელები დღეში ქვემეხებით ორი ათას გასროლას ახდენენ, რუსები კი 10 ათასს.

რასაკვირველია, შექმნილი სიტუაცია რუსებს გამბედაობას მატებთ. მათ არ ეშინიათ, რომ უკრაინელები საპასუხო ცეცხლს გაუხსნიან და ამიტომ რუსულ ქვემეხებს და რაკეტების გამშვებ დანადგარებს დამანგრეველი ცეცხლისთვის ამზადებენ, რაც თავს დაატყდება უკრაინულ ქალაქებს.

უკრაინული ანალისტიკური ჯგუფის Frontelligence Insight-ის დასკვნით, ერთი წლის წინ უკრაინელებს ლისიჩანსკთან იმდენი იარაღი ჰქონდათ დაგროვილი, რომ მათ თავისუფლად შეეძლოთ ღრმა შეტევის განხორციელება, მაგრამ სიტუაციით ვერ ისარგებლეს. ახლა კი მდგომარეობით რუსები სარგებლობენ – მათი არტილერია ქალაქ მარინკას მთლიანად ანგრევს, არ ტოვებს მრავალსართულიან სახლებს, რომ რუსებს თავშესაფრის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ.

დეკემბრის ბოლოს რუსეთის საარტილერიო ქვედანაყოფებმა მუდმივი დაბომბვებით მიწასთან გაასწორეს მარინკა და უკრაინელ ჯარისკაცებს თავის შეფარების შესძლებლობა არ დაიტოვეს. გარნიზობი იძულებული გახდა უკან დაეხია და ქალაქი რუსებისათვის დაეთმო, რაც კრემლმა პროპაგანდისათვის გამოიყენა. (რუსებმა ერთი მცირე შენობაც არ დატოვეს დაუნგრეველი, რომ უკრაინელებს თავი შეეფარებინათ. მარინკაში ყოველ სახლი, ყოველი ნაგებობა გეგმიურად, სათითაოდ ნადგურდებოდა“.

ფრონტის ხაზზე უკრაინელები „ჭურვებით შიმშილის“ პირობებში, კომპენსაციის სახით დრონებს იყენებენ, თანაც დიდი რაოდენობით. მაგრამ განა რას გააკეთებენ დრონები? ტიპიურ რადიომართვადი [პროპელერებიანი] დრონი (FPV) მხოლოდ ერთ კილოგრამს იწონის და თან ნახევარკილოგრამიანი ყუმბარა მიაქვს, თანაც მათ ხომ მხოლოდ სამი-ოთხი კილომეტრი ფრენის სიშორე აქვთ… რუსების ქვემეხები (ჰაუბიცები) კი ფრონტის ხაზიდან 15-25 კილომეტრის მოშორებით დგანან და ჭურვებს იქიდან ისვრიან, ანუ ჩვეულებრივი (FPV) დრონები მათთვის საშიშები არ არიან.

ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკამ უკრაინას ახალი ტიპის იარაღი – სახმელეთო ბაზირების მცირეკალიბრიანი რაკეტა-ბომბები (GLSDB) გადასცა, რაც კიევს მოსკოვისათვის ადექვატური პასუხს გაცემაში დაეხმარება. ამ რაკეტა-ბომბების სამოქმედო არეალი 145 კილომეტრს აღწევს..

მაგრამ ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენი ერთეული მიიღო ეს იარაღი უკრაინამ და რგორ შეზლებს მის გამოყენებას. „რაკეტა-ბომბების მიწოდებამ შეიძლება მართლაც შემობრუნების მომენტად იქცეს, თუმცა საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ-ჯერობით ნაადრევია, განსაკუთრებიტ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ არავინ იცის, თუ როგორი იქნება მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტების დროს GLSDB-ის გამოყენების ეფექტი. ამერიკელებს ეს რაკეტა-ბომბები დღემდე რეალურ ომის  პირობებში არ გამოუცდიათ.

უკრაინისათვის საარტილერიო პარიტეტის აღდგენის ყველაზე ნამდვილი მეთოდი ის იქნება, რომ თავიდან აიცილონ ახალი ქალაქების დანგრევა და რუსი არტილერისტების თავდაჯერებულება მათივე წინააღმდეგ მიმართონ – კიევმა სადმე უნდა მოიპოვოს უფრო მეტი ჭურვი და რაკეტები თავისი ქვემეხებისა და რაკეტების გამშვები დანადგარებისათვის.

მაგრამ ამერიკის იმედი ნუ ექნებათ. მართალია, ჯო ბაიდენს ფართო უფლებამოსილება აქვს ამერიკული იარაღი ისე გადასცეს სხვა ქვეყანას, რომ კონგრესს არ შეუთანხმდეს, მაგრამ პრეზიდენტის უფლებმოსილება, სამწუხაროდ, საბრძოლო მასალებზე – ჭურვებზე და ქობინებზე არ ვრცელდება.

წყარო