რუსეთში ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა -მედია

33
spot_img

რუსეთის როსტოვის ოლქში, ნოვოჩერკასკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის სატრანსფორმატორო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ელექტროსადგურის ორი ენერგობლოკი დროებით მწყობრიდან გამოვიდა, – ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი და „ტელეგრამ“ არხები იუწყებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროსადგურზე, სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ დრონების ფრენის ხმა ისმოდა, რის შემდეგაც ნოვოჩერკასკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები გაისმა.

ხანძრის გამო ავტომატურად გაითიშა 330 კვ-იანი მაღალი ძაბვის ხაზები – ტიხორეცკაია და როსტოვსკაია.