რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული – ვლადიმერ პუტინი

25
spot_img

რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არ არის კონიუნქტურული და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრისას განაცხადა.

„ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები არ იყოს კონიუნქტურული და არავის წინააღმდეგ იყოს მიმართული. ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიო საქმეებში დღეს ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთი და ჩინეთი ერთად იცავენ სამართლიანობის პრინციპებს და დემოკრატიულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ასახავს მრავალპოლარულ რეალობას და საერთაშორისო კანონზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტს პეკინში საზეიმო ვითარებაში დახვდნენ და მის პატივსაცემად სპეციალური ცერემონია მოეწყო. ამის შემდეგ პუტინი ჩინელ კოლეგას სი ძინპინს შეხვდა, რა დროსაც ჩინეთის პრეზიდენტმა მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ჩინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.