გააპროტესტეთ, კი ბატონო, მაგრამ მშვიდობიანად და იმ უკანონო დაკვეთებს, რასაც ისინი გაძლევენ, ეს უსამშობლოები, ნუ აჰყვებით – ცაგარეიშვილი

17
spot_img

გააპროტესტეთ, კი ბატონო, მაგრამ მშვიდობიანად და იმ უკანონო დაკვეთებს, რასაც ეს უსამშობლოები გაძლევენ, ნუ აჰყვებით, – აღნიშნული განცხადებით რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს მიმართა.

როგორც ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE” აღნიშნა, ეს ახალგაზრდები შეცდომაში არიან შეყვანილები და გასაგებია, რომ ამათ უკან სწორედ ეს უსამშობლოები ოპოზიციონერები დგანან.

„იქ არიან ახალგაზრდები, რომლებიც მართლა გულახდილად დგანან, მართლა შეცდომაში არიან შეყვანილი და მართლა ჰქონიათ, რომ ეს გადაწყვეტილება შემდეგ გააუქმებს ვიზალიბერალიზაციას, ან თავისუფალ ვაჭრობას, ან კანდიდატის სტატუსს წაგვართმევენ. ასე შეუფუთეს ამ უსამშობლოებმა. რეალურად, ეს არის მწვალებელთა პარტიის დაორგანიზებული და განშტოება აქვთ. ეს მელიები, გვარამიები, ხაბე მსხვერპლია იქ, დანარჩენები ვინც არიან, იქიდან კეზერა, ესენი ხომ აფინანსებენ. ეს ერთი დიდი გაერთიანებაა, რომელიც უტევს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. აბა ერთი კითხვა დავსვათ, შენ თუ შენი სახელმწიფო გიყვარს, იქ, სადაც რეგიონი ცეცხლის ალშია გახვეული, სადაც მესამე მსოფლიო ომი ზღვარზეა, დაელოდე არჩევნებს, ოთხ თვეშია. თუ ფიქრობთ, რომ უმრავლესობაში ხართ და თქვენ მეტი ხართ, დაელოდე, გაიმარჯვე. ელექტრონული არჩევნები გვაქვს თავიდან ბოლომდე, ევროპელი და ამერიკელი ჩვენი მეგობრების ინიციატივით ეს დავაინსტალირეთ, მორჩა, ელექტრონულია, გაიმარჯვე და შეცვალე. რა პრობლემაა? არა, ზუსტად იციან, რომ ისინი არიან უმცირესობაში, არჩევნებით ისინი ვერასდროს ეღირსებიან ხელისუფლებას და ერთი გზა აქვთ, რომ ჩამოანგრიონ, ჩამოშალონ. ახლა ზუსტად ამის შედეგია ის, რაც ხდება ჩვენს ვალუტასთან დაკავშირებით.

ეს პროცესი რაც მიდის, ჩვენ ვნახეთ, რომ ხელოვნურია. ეს ახალგაზრდები შეცდომაში არიან შეყვანილები და გასაგებია. ამათ უკან დგანან ეს უსამშობლოები და სხვათაშორის დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე არ არიან დამფინანსებლები კმაყოფილები და როგორ ტუქსავენ ახალგაზრდებს, როგორ ეუბნებიან, რომ უფრო მეტი შეგიძლიათ, ე.ი. უფრო მეტად უნდა გაისროლონ მოლოტოვის კოქტეილი. უფრო მეტად უნდა შეაკვდეს ახალგაზრდა, უფრო მეტი სისხლი უნდა დაიღვაროს, უფრო მეტი შეჯახება უნდა იყოს, ეს არის ამათი ამოცანა.

კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, თქვენ შეცდომაში არ შეგიყვანოთ იმ ფაქტმა, რომ ე.წ. პრეზიდენტმა შეიწყალა მოლოტოვის კოქტეილის მტყორცნელი ახალგაზრდა, ვინმე გრიგორიადისი. ის პრეზიდენტი იყო და შეიწყალა, იმ ბიჭს გაუმართლა, მაგრამ დანარჩენები ვინც იქნებით ამ თემებში ეჭვმიტანილები, კიდევ ერთხელ, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ აყვებით, ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს, იმიტომ, რომ მერე თქვენი დამცველი ვერავინ იქნება, არავინ იქნება, იმიტომ, რომ პრეზიდენტი 4-5 თვეში აღარ იქნება სალომე ზურაბიშვილი და შესაბამისად, შეწყალების იმედი, ვინც გატყუებთ, შეცდომაში შეჰყავხართ. არა, თქვენ ისინი გწირავენ იმისთვის, რომ შემდეგ მოხვდეთ ციხეში და არავის გირჩევთ, არავის გისურვებთ.

გააპროტესტეთ, კი ბატონო, მაგრამ მშვიდობიანად და იმ უკანონო დაკვეთებს, რასაც ისინი გაძლევენ, ეს უსამშობლოები, ნუ აჰყვებით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.